ტრანსპორტირება
ამანათის ტრანსპორტირება ხორციელდება შემდეგი წესით:
-
თქვენ უკვეთავთ ნივთს ინტერნეტით და აგზავნით ჩვენი საწყობის მისამართზე ამერიკაში.
-
ე.წ. შიფინგ ადრეს უთითებთ შემდეგნაირად:
თქვენი სახელი, გვარი
c/o lukensio
1660 W 7th Street 1floor
Brooklyn NY 11223
Tel: 3475170135 |
-
გვიგზავნით თქვენს საკონტაკტო ინფორმაციას: იმეილის, სკაიპის ან საკონტაკტო ტელეფონების საშუალებით (რათა შევძლოთ თქვენთვის შეტყობინების გამოგზავნა ამანათის ამერიკაში მიღებისა და საქარველოში ჩამოსვლის დროს)
-
საწყობში ამანათის მიტანის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ვებ გვერდზე ე.წ. თრექინგის მიხედვით გაიგოთ: ტრანსპორტირების ფასი, მოცულობა, წონა და ადგილმდებარეობა.
-
ტვირთის საქართველოში ჩამოსვლისთანავე, ვახორციელებთ ამანათის თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე მიტანას.
-
აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ ცხრილს, რომელშიც მოცემულია თუ რამდენი დღეა საჭირო თქვენი ამანათის თბილისში ჩამოსატანად მისი ჩვენს ამერიკულ საწყობში მისვლის შემდეგ:
| ამერიკის საწყობში მისვლის დღე |
თბილისში იქნება |
| ორშაბათი |
8 დღეში |
| სამშაბათი |
7 დღეში |
| ოთხშაბათი |
6 დღეში |
| ხუთშაბათი |
12 დღეში |
| პარასკევი |
11 დღეში |
| შაბათი |
10 დღეში |
| კვირა |
9 დღეში |
***
იმ შემთხვევაში თუ გამოსაგზავნი ნივთის ღირებულება აღემატება 300 ლარს ან 30 კილოგრამს, საჭირო იქნება მისი განბაჟება. თქვენი სურვილის მიხედვით ჩვენ დაგეხმარებით საბაჟო ფორმალობების მოგვარებაში.
***
გაითვალისწინეთ რომ საჰაერო ტრანსპორტირებისას მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები.
„ლოჯიქს ექსპრესი“ არ ახორციელებს - ცხოველების, მცენარეების, მედიკამენების, იოლად აალებადი (სუნამო, ალკოჰოლის შემცველი ნივთიერებები) და ტოქსიკური პროდუქტების, ცეცხლსასროლი და პნევმატიური იარაღის, იარაღის ნაწილების პირდაპირ საჰაერო ტრანსპორტირებას.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ ასეთი პროდუქტის გამოგზავნა (მაგალითად ავტომობილის უსაფრთხოების ღვედი თავისი კაფსულით), რომლის საჰაერო გზით ტრანსპორტირება საჭიროებს სპეციალურ ლიცენზიას, ჩვენ, თქვენთან შეთანხმებით დავგეგმავთ ამანათის შემდგომ ტრანსპორტირებას. გამოვაგზავნით ავტორიზებული საჰაერო გადამზიდავი ოპერატორით ან წამოვიღებთ გემით.
გთხოვთ ზევით აღწერილი პროდუქციის ტრანსპორტირების საკითხები ყოველთვის შეგვითანხმოთ წინასაწარ.
***
მოუკითხავი ტვირთები ჩვენს საწყობში შიენახება ერთი თვის განმავლობაში, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. მეორე თვის ბოლოს, თუ პატრონი არ მოიძებნა ტვირთი გასხვისდება ან გაიყიდება.