ამანათის ტრანსპორტირების საფასურის დადგენა ხდება შემდეგი წესით:
ერთი კილოგრამის ტრანსპორტირების საფასურია: 9$ ექვივალენტი ლარში. (თბილისის ფარგლებში უფასო კურიერული მომსახურებით)
თუ ამანათის წონა ნაკლებია 500 გრამზე მაშინ ტრანსპორტირების ღირებულება მრგვალდება 500 გრამამდე და შეადგეს 4.5$.
თუ ამანათის წონა კილოგრამზე ნაკლებია და 500 გრამზე მეტი მაშინ ტვირთის წონა მრგვალდება ერთ კილოგრამამდე.
იმ შემთხვევაში, თუ ამანათის წონა კილოგრამზე მეტია არ ხდება არანაირი დამრგვალება. წონის საფასურის დადგენა ხდება ზუსტი წონით.
მაგალითი:
თუ ტვირთის წონაა 600 გრამი, ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 9$. თუ ტვირთის წონაა 1 კგ და 400 გრამი, ტრანსპორტირების ღირებულება შეადგენს 12.6$
შედარებით დიდ ტვირთებზე მოქმედებს ფასდაკლება:
10 - 20 კგ - 8.5$
20 - 100 კგ - 8$
100 - ზევით - შეთანხმებით
მოცულობითი წონა.
საჰაერო გადაზიდვისას, თუ ამანათის წონა პატარაა, მაგრამ მოცულობა დიდია, მაშინ ტრანსპორტირების ფასი იანგარიშება ე.წ. მოცულობითი წონის მიხედვით:
მოცულობითი წონა = სიგანე(სმ.)
სიგრძე(სმ.)
სიმაღლე(სმ)/6000
მაგალითი:
ამანათის რეალური წონაა - 4 კგ. ზომები - 19X50X30
მოცულობითი წონა = 19

50

30/6000=4.75კგ.
მოცემულ შემთხვევაში მოცულობითი წონა მეტია რეალურ წონაზე. მომხმარებელი "ლოჯიქს ექსპრეს"-ს უხდის 42.75 ამერიკული დოლარის ეკვივალეტს ლარში.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ, ერთი პიროვნების სახელზე ჩამოსული ნივთების საერთო ღირებულება აღემატება 300 ლარს, საჭირო იქნება მათი განბაჟება. ტვირთი დარჩება საბაჟოზე, ხოლო ჩვენ მოგაწვდით ინფორმაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს განბაჟება. პროცედურა საკმაოდ მარტივია და ხორცილედება შემდეგი საიტის დახმარებით:
საინტერესო მაგალითი მოყვანილია შემდეგ ბმულზე: