-
ტრანსპორტირების რა ეტაპზეა "ლოჯიქს ექსპრესი" პასუხისმგებელი ინტერნეტ მაღაზიაში შეძენილ ტვირთზე?
ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ თქვენ ტვირთზე, მას შემდეგ რაც ის ინტერნეტ მაღაზიიდან მივა "ლოჯიქს ექსპრესის" ამერიკულ მისამართზე და ჩვენი წარმომადგენელი მოაწერს ხელს მიღებაზე.
-
რა გარანტიები გვაქვს იმისა რომ ტვირთი არ დაიკარგება ან დაზიანდება?
მას შემდეგ რაც თქვენი ამანათი მივა ჩვენს ამერიკულ მისამართზე და ჩვენი წარმომადგენელი მოაწერს ხელს მის მიღებაზე, "ლოჯიქს ექსპრესი" იღებს პასუხისმგებლობას და ტვირთის დაკარგვის თუ დაზიანების შემთვევაში აანაზღაურებს ზარალს. ან თავისი ხარჯებით მოახდენს ნივთის შეძენას და ხელმეორედ გამოგზავნას.
-
გაიხსნება თუ არა ჩემი ამანათი ტრანსპორტირების დროს?
გაიხსნება ვინაიდან ნივთის დაზღვევისთვის საჭიროა ინვოისი. ამანათის გახსნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც თუ ერთ პიროვნებას აქვს რამდენიმე ამანათი და უნდა მათი კომპაქტურად გადალაგება. გარდა ამისა "ლოჯიქს ექსპრესი" იტოვებს უფლებას გახსნას საეჭვო ამანათი რათა თავიდან აიცილოს აკრძალული საქონლის ტრანსპორტირება.
-
როდის უნდა დავფაროთ ტრანსპორტირების ღირებულება?
გადახდა შესაძლებელია მოხდეს ტრანსპორტირების ნებისმიერ ეტაბზე მაგრამ აუცილებლად ამანათის სახლში მიღებამდე.
-
როგორ უნდა განხორციელდეს გადახდა?
თქვენ რიცხავთ ტრანსპორტირების საფასურს ჩვენს საბანკო ანგარიშზე. დანიშნულებაში გთხოვთ მიუთითოთ თრექინგის ნომერი.
|
თი-ბი-სი ბანკი
საბანკო კოდი(მფო) 220101818
მიმღები შპს "ლოჯიქს ექსპრესი"
ანგარიშსწორების ანგარიში
89836080100002
|
-
შესაძლებელია თუ არა ხელზე ანგარიშსწორება ლოჯიქსის ოფისში?
არა, გადახდა ხორციელდება მხოლოდ ჩვენს საბანკო ანგარიშზე ამანათის მიღებამდე
-
როგორ უნდა მივიღოთ ამანათი თბილისში?
"ლოჯიქს ექსპრესი" ყველა ამანათს მოგიტანთ თქვენს მიერ წინასწარ მითითებულ მისამართზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ამანათი მიიღოთ ჩვენს ოფისში.
-
ვიხდით თუ არა დამატებით საკომისიოს თბილისის მისამართზე მიტანისას?
არა, თბილისის ნებისმიერ მისამართზე ამანათის მიტანა უფასოა.
-
შეიძლება თუ არა ამანათის მიღება საქართველოს სხვა რეგიონებში და ქალაქებში?
შეიძლება, მაგრამ ამ დროს ტრანსპორტირების საფსურს დაემატება საკომისიო, რეგიონის თბილისიდან დაშორების მიხედვით.
-
რა ბედი ეწევა ამანათს იმ შემთხვევაში თუ მისი ჩამოსვლის დროს არ ვარ საქართველოში ან ვერ ვახერხებ მიღებას?
ყველა ასეთი ამანათი ჩვენს საწყობში შეინახება 2 თვის განმავლობაში. აქდან პირველი თვე უფასოდ ხოლო მეორე თვეს დღეში 1 ლარი. ორი თვის შემდეგ ტვირთი გაიყიდება. გთოხვთ ასეთ შემთხვევებში შეძლებისდაგვარად დაგვიკავშირდეთ წინასწარ.
-
როგორ მოვიქცეთ თუ ტვირთი ექვემდებარება განბაჟებას?
"ლოჯიქს ექსპრესი" დაგეხმარებათ ტვირთის განბაჟებაში. ამ შემთხვევაში ტრანსპორტირების საკომისიოს ემატება საბაჟო და საბროკერო გადასახადი.
-
როგორ ვადგენთ ჩვენი ამანათის მდებარეობას?
"ლოჯიქს ექსპრესი" ტრანსპორტირების ყვლა ეტაპზე (ამერიკის საწყობში მისვლა, ამერიკიდან გამოგზავნა, საქართველოში ჩამოსვლა) გამოგიგზავნით მოკლე ტექსტურ შეტყობინებას. ასევე, ჩვენს საიტზე შეგიძლიათ თქვენი ამანათის სტატუსის და მდებარეობის შემოწმება თრექინგის საშუალებით.
-
როგორ ვიგებთ ტვირთის ტრანსპორტირების ფასს?
მას შემდეგ რაც ამანათი მივა "ლოჯიქს ექსპრესის" ამერიკის საწყობში თქვენ მიიღებთ პირველ მესიჯს სადაც მითითებული იქნება ტრანსპორტირების საფასური და ტვირთის პარამეტრები. ასევე შესაძლებელი იქნება ჩვენს საიტზე თრექინქის ნომრის შეყვანით ამომწურავი ინფორმაციის მიღება.
-
როგორ მოვიქცეთ თუ ვებ გვერდი "Billing Address"-ში გვთხოვს ამერიკულ მისმართს?
ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიუთითოთ ჩვენი საწყობის მისამართი.
|
1660 W 7TH ST # 1FLOOR
BROOKLYN NY 11223
Tel: 347 517 0135
|
-
მისამართის შეყვანის შემდეგ ვებ გვერდმა შემომთავაზა მისამართის სხვა ვარიანტი როგორ მოვიქცე?
დააკვირდით შემოთავაზებულ მისამართს ხშირად ვებ გვერდები დეტალურად წერენ ზიპ კოდს მაგალითად თუ თქვენ შეიძენთ რაიმე ნივთს
http://www.gap.com -ზე, ჩვენი საწყობის მისამართის შეყვანის შემდეგ საიტი ჩაწერილი ზიპ კოდის "11223"-ს ნაცვლად შემოგთავაზებთ "11223-1343", თქვენ უბრალოდ დაუდასტურეთ, რომ ეს იგივე მისამართია. ასევე ზოგიერთ საიტზე ქუჩა "West"-ის ნაცვლად შეიძლება უბრალოდ დაიწეროს "W".